გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
"კაცია - ადამიანი?!"ილია ჭავჭავაძე
კლასი VII მიმართულებები:1ქართული ენა და ლიტერატურა 2. ისტორია. მასწავლებლები:1 ნაირა ციმინტია. ნონა თოდუა.მოსწავლეთა რაოდენობა : 25 მოსწავლე 3.გაკვეთილის სასწავლო მიზნები:1. პერსონაჟის ხატვის ხერხებზე დაკვირვების უნარ-ჩვევის გამომუშავება. 2.აღწერითი ტიპის ტექსტის ანალიზის უნარ- ჩვევის განვითარება.3.მწერლის სათქმელის ამოცნობა და სათაურის გააზრების უნარ_ჩვევის განვითარება.
4.შედეგი: ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე შედეგზე გასვლა მოხდება შემდეგი მიმართულებების გათვალისწინებით: ზეპირმეტყველება, წერა, კითხვა.
მიმართულება-ზეპირმეტყველება. 4.მოსწავლეს შეეძლება საკლასო დისკუსიაში მონაწილეობის მიღება. II მიმართულება - კითხვა7 მოსწავლეს შეეძლება სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება- გაანალიზება. III მიმართულება-წერა 11 მოსწავლეს შეეძლება წერილობითი ტექსტის შექმნა სხვადასხვა მიზნით.5. მოსწავლეებს დაესვათ სააზროვნო კითხვები: 1.შეგიძლიათ თუ არა დაახასიათოთ ადამიანი მისი საცხოვრებლის მიხედვით?. 2.როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანის გარეგნობაში მისი ხასიათიც ჩანდეს? 3. პირველი თავი ამ სიტყვებით იწყება ,,კარგი რამ იყო თავად ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარი"...რა მნიშვნელობით არის აქ სიტყვა ,,კარგი" გამოყენებული?.4. მწერალმა ჯერ ლუარსაბის სახლ-კარი აღწერა, შემდეგ გარეგნობა და ბოლოს აამეტყველა კიდეც.როგორ ადამიანად წარმოგვიდგება ყოველივე ამის შემდეგ ლუარსაბი?.5. როგორ ზრუნავს მამულზე და ყმების მოვლა-პატრონობაზე?.6.მოთხრობის პერსონაჟთა ერთფეროვან ცხოვრებაში პირველად იჩენს თავს, მღეელვარება". რაზე კამათობენ ლუარსაბი და დარეჯანი? .7.როგორ აფასებს ავტორი თავისი პერსონაჟების ცხოვრებას?. 8.როგორ აფასებს თავის ცხოვრებას ლუარსაბი? 9. როგორ აფასებთ ლუარსაბის და დარეჯანის ცხოვრებას თქვენ?
6. აქტივობა. 1.წყვილებში მუშაობა (5წთ) ავტორის ირონიული დამოკიდებულების გამომხატველი მაგალითების ამოკრება ტესტიდან: 1.ამ მშვენიერ სახლში ქართველი კაცი იდგა.2.აქ ცხოვრობდა ტკბილად და აუმღვრევლად თავადი ლუარსაბ თათქარიძე.3. დარბაისელი კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებას.4.სწავლა, ღვთის მადლით, არაფრისა ჰქონდა.5.მართალი ბრძანდებოდა მისი ბრწყინვალება.6.მისი ბრწყინვალება თავის თავზე ხედავდა ბრწყინვალე გონიერებით.7.პრეზენტაცია(5წთ). თვითოეული წყვილიდან ერთი მოსწავლე წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოს. აქტივობა 2.,,გმირის რუკა" (აქტივობას ეთმობა 8წთ.) პერსონაჟი 1 პერსონაჟი 2ლუარსაბი დარეჯანი აქტივობა3.(აქტივობას ეთმობა 8წთ) ნაწარმოების მთავარი გმირის თვისებებზე დაკვირვებით მსჯელობენ როგორი თვისებები უნდა ახასიათებდეს ვაჟკაცს.8. აქტივობა 4.,,სალექსიკონო მუშაობა". (5წთ) მოსწავლეები ავსებენ ცხრილს, სადაც მოცემულია ერთი და ორმნიშვნელობიანი სიტყვები და ასევე ამ სიტყვების განმარტებები. მოსწავლეთა ამოცანაა გადაწყვიტონ მათგან რომელი შეესაბამება ილიას მოთხრობაში გამოყენებულ სიტყვებს. აქტივობა 5.(3წთ) მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მოცემული ზედსართავი სახელების დაკავშირება შესაბამის არსებით სახელებთან.
9. შეფასება ვაფასებ მოსწავლეებს ყოველი აქტივობის მიხედვით, შეფასებისას ხაზს ვუსვამ კლასში თანამშრომლობის წესების დაცვას. იმ მოსწავლეს ვაძლევ მაღალ შეფასებას რომელიც აქტიურად მონაწილებდა გაკვეთილის მსვლელობაში.აქტივობა -,,წყვილებში მუშაობა", ვაფასებ იმ წყვილს, რომლებიც მუშაობის დროს ერთმანეთთან თანამშრომლობდა. ვაფასებ საუკეთესო პრეზენტატორს. მოსწავლეებს ინდივიდუალურადაც ვაფასებ და გამოვარჩევ კლასში საუკეთესოს.10. საკლასო მენეჯმეტი, საგანმანათლებლო რესურსები ილუსტრაციები: ლუარსაბის პორტრეტი, ლუარსაბის სახლ-კარი, ლუარსაბი და დარეჯანი. ერთ და მეტმნიშვნელობიან სიტყვათა ცხრილი.თაბახზე ჩამოწერილი ზედსართავი და არსებითი სახელები.თაბახის ფურცლები, მარკერები, კომპიუტერი, ნაწყვეტები კინო- ფილმიდან.
Comments
Post a Comment