პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებები: დიალექტიზმი და დიალექტები; დიალექტიზმის გამომწვევი მიზეზები და მისი გავრცელების საშუალებები და არეალი;              
 3. პროექტის აქტუალობა: ჩხოროწყუში გავრცელებული დიალექტების გაცნობა;  დიალექტიზმის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობიერება; დიალექტიზმისა და სალიტეტერატურო ენის შედარება-გაანალიზება; კვლევის ჩატარება ამ პრობლემის აქტუალობის დასადგენად.
4. პროექტის მიზნები: გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება, კვლევის წარმოება, სტატიის მომზადება, მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით; მოსწავლეთა შემოქმედებითი (სხვადასხვა სახის წერთი ნამუშევრები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: სამი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კუთხური მეტყველების ლექსიკონის ელექტრონული ვერსია; ინტერვიუები; კვლევის შედეგები და ანალიზი; პრეზენტაციები; მოძიებულ მასალებს გამოვაქვეყნებთ ბლოგზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ციფრული კამერა, პროექტორი; საჭირო ლიტერატურა; ფორმატისა და თაბახის ფურცლები; ფანქრები და კალმები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა; ორგანიზაციული საკითხები: ჯგუფების შექმნა; ფუნქციების განაწილება; შესასრულებელი დავალებების არჩევა; შესასრულებელი სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და ვადების განსაზღვრა; შუალედური და საბოლოო შეფასების (თვითშეფასების) დროის განსაზღვრა. მუშაობის დაწყება: კვლევის განმხორციელებელი და მასალის შემგროვებელთა ჯგუფი პირველები ერთვებიან პროექტის მუშაობაში. დამხარისხებელთა ჯგუფი მასალის შეგროვების თანავე ერთვება მუშაობაში და იწყებს მოძიებული დიალექტების შედარებას, დახარისხებას. აწარმოებენ კვლევას მათი წარმოშობის შესახებ. 
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტ: მისწავლეები ამოიცნობენ და გამოიყენებენ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამის ხერხებს.წარმოადგენენ პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით: შესავალი ნაწილი, წინასწარი კვლევის შედეგები, პრობლემების არსი, მიზნები და ამოცანები, განხორცლიელების გზები, მოსალოდნელი შედეგები, შეფასების კრიტერიუმები; მერტივად და გასაგებად ჩამოაყალიბებენ სათქმელს. მათემატიკაში: წარმოადგენენ კვლევის შედეგებს დიაგრამების სახით.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნაირა ციმინტია
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:57nairacimintia57@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიპროექტი57nairacimintia57.blogspost.com

Comments

Popular posts from this blog